რივალდო: არ გამიკვირდება, თუ მესი არსებული კონტრაქტის ამოწურვის შემდეგაც დარჩება
Betfair-თან ტრადიციულ რუბრიკაში რივალდომ "ბარსელონაში" ლეო მესის მომავალზე ისაუბრა:
"არ გამიკვირდება, თუ მესი კლუბში არსებული კონტრაქტის ამოწურვის შემდეგაც დარჩება."
"ამ სეზონში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, "ბარსელონა" რონალდ კუმანის მოსვლის შემდეგ ახალ ცხოვრებას იწყებს, ამას გარდა, მარტში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება."
"მესის უყვარს "ბარსელონა", დღესდღეობით კი ფეხბურთელები ფიზიკურად იმ დონეზე არიან მომზადებულნი, რომ კარიერის დიდხანს გაგრძელება შუძლიათ. შესაბამისად, მგონია, რომ ლეო "ბარსასთვის" 38 წლამდე ითამაშებს."
არგენტინელის ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულში გასდის, რომლის ამოწურვის შემდეგაც კაპიტანს კლუბის უფასოდ დატოვების უფლება ექნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]