ბერბატოვი დეპაიზე: თუ "ბარსელონას" სჭირდები, ამ წინადადებას ვერ უარყოფ
წარსულში ცნობილმა ბულგარელმა ფეხბურთელმა, დიმიტარ ბერბატოვმა, ერთ-ერთ ინტერვიუში მემფის დეპაის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
"მემფის დეპაის "ბარსელონაში" გადასვლაზე ბევრი იწერება და ჩემი აზრით ეს ტრანსფერი შედგება. თუ კუმანი მას ეტყვის, რომ ენდობა, ფეხბურთელისთვისაც კარგი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონას" სჭირდები, ამ წინადადებას უბრალოდ ვერ უარყოფ. როდესაც დეპაი "ლიონში" გადავიდა, ეს მისი უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. ის დიდი ტრანსფერის ღირსია, რადგან ძალიან კარგად თამაშობს." - ბერბატოვის სიტყვებს Betfair ციტირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]