5 რამ, რაც "ჟირონასთან" თამაშმა გვანახა
"ბარსელონას" ოფიციალური საიტი გვთავაზობს 5 მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც "ჟირონასთან" თამაშში მოხდა.
ტაიმზე მეტი
წინა შეხვედრისგან განსხვავებით კუმანმა ფეხბურთელებს მეტი დრო დაუთმო. ცვლილებები 70 წუთამდე განახორციელა და არა შესვენების დროს, ეს იმის მანიშნებელია, რომ მოსამზადებელი ეტაპი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა თამაშის შემდეგ ვარჯიში განაგრძეს.
მესის გოლი
"ნაპოლის" შემდეგ, ეს მესის პირველი გოლი იყო. ლეო ისევ ისეთი მოტივირებული ჩანს, მაგრამ ისიც ეტყობა, რომ ვერ არის ხასიათზე, ალბათ ამ ყველაფერზე სუარესის ფაქტორიც მოქმედებს.
კოუტინიო
ამჯერად მარცხენა ფლანგზე ითამაშა, მაგრამ ისეთივე აქტიური იყო, როგორც პირველ შეხვედრაში. ორ თამაშში ორი გოლი შეაგდო და ეტყობა, რომ კარგ ფორმაშია. კუმანმა ის ორ პოზიციაზე მოსინჯა და მთელი სეზონის განმავლობაში იქნება თამაშები, როცა სხვადასხვა პოზიციაზე მოუწევს თამაში.
ახალგაზრდები
"ბარსას" მომავალი ნათელია, ანსუ ფატისა და რიკი პუჩის წინა სეზონში არაუხოც დაემატათ, რომელმაც რამდენიმე კარგი შეხვედრა ჩაატარა, ახლა კი ეტყობა, რომ მზად არის ძირითადისთვის იბრძოლოს. მოვიდნენ ტრინკაუ და პედრი, ასევე გამოჩნდა კონრად დე ლა ფუენტე, თითოეულმა მათგანმა კარგი შტაბეჭდილება დატოვა და შეიძლება ითქვას, რომ დემბელესთან კონკურენციაში დაწინაურდნენ.
კუმანი
ტაქტიკა არ შეცვლილა, გუნდმა 4-2-3-1-ით ითამაშა, მაღალი პრესინგით და მთელი თამაში მეტოქის ნახევარზე დომინირებდა. "ბარსა" კარგად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელმაც იცის, როგორ უნდა შეუტიოს და თავი როგორ დაიცვას.
წყარო - FcBarcelona.com
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]