პოჩეტინო შეურაცხმყოფელ სიტყვებს იხსენებს - მაშინ ცოტა გადავამეტე

პოჩეტინო შეურაცხმყოფელ სიტყვებს იხსენებს - მაშინ ცოტა გადავამეტე

არგენტინელმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ 2018 წელს კატალონიის "ბარსელონას" შეურაცხყოფა მიაყენა. კითხვაზე, გაწვრთნიდა თუ არა "ბლაუგრანას", მან შემდეგი პასუხი გასცა: "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სადავეების ხელში აღებას, მირჩევნია, ფერმაში ვიმუშავო".

2 წლის შემდეგ, "ტოტენჰემის" თავკაცი აღნიშნულ თემას კვლავ უბრუნდება:

"საკუთარ თავს ჟოზეპ მარია ბართომეუს კლუბში ვერ ვხედავ, თუმცა რამონ პლანესთან კარგი ურთიერთობა მაქვს, რადგან მასთან ერთად 4 წელი ვიმუშავე. მიუხედავად ამისა, "ბარსას" ჩაბარება ჩემთვის ახლა არავის შემოუთავაზებია. ჩემი ძველი შეურაცხმყოფელი სიტყვები? ირონიული ვიყავი, რადგან "ტოტენჰემის" მწვრთნელის რანგში ჩემი პირველი პრესკონფერენცია იყო და ხალხი "ბარსასთან" დაკავშირებულ ჭორებზე მეკითხებოდა. ვფიქრობ, ცოტა გადავამეტე, რაც რადიკალური ფანისათვის კარგად ჟღერს", - ციტირებს მაურისიოს სიტყვებს Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    kako
    სტუმარი [?]
    #3 18 სექტემბერი 2020 21:03
    0
    წადი სამ ასოზე.კვერცხო.
    Culé [?]
    #2 18 სექტემბერი 2020 10:43
    7
    ფერმაში მომუშავე რო მოიყვანეს მწვრთნელად ეგ იყო შეურაცხყოფა თორე ეს რო მოსულიყო ახლა - ახალგაზრდებს ვისზე ნაკლებად გაზრდიდა. ეს რუ ერთ ადგილს ათამაშებს გეთანხმები.
    ალეx
    სტუმარი [?]
    #1 18 სექტემბერი 2020 10:33
    3
    მაგარი ტrაკის მოთამაშეა ეს...