მესიმ, შესაძლოა, ოქტომბრის "ელ კლასიკო" გამოტოვოს
"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, შესაძლოა, ლა ლიგის 2020/2021 სეზონის პირველი "ელ კლასიკო" გამოტოვოს, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.
ამის მიზეზი შესაძლოა სანაკრებო შეხვედრები გახდეს, რადგან არგენტინის ეროვნულ ნაკრებს 8 და 13 ოქტომბერს ეკვადორთან და ბოლივიასთან მატჩები ელის (2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო).
"ელ კლასიკო" 25 ოქტომბერს გაიმართება, თუმცა ამჟამინდელი რეგულაციების გათვალისწინებით (COVID-19), სამხრეთ ამერიკაში მოგზაურების შემდგომ, მესიმ ესპანეთში 14 დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]