"ვულვზი" სემედუს სანაცვლოდ 40 მილიონს იხდის
აქამდე რამდენიმეჯერ დაიწერა იმის შესახებ, რომ პორტუგალიელ სუპერაგენტს, ჟორჟე მენდეშს, "ბარსელონას" მარჯვენა მცველის, ნელსონ სემედუს შეძენის სურვილით მიმართეს და "ბლაუგრანას" ტრანსფერის სანაცვლოდ დიდი რაოდენობის თანხა შესთავაზეს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კლუბი, რომელიც სემედუს სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს იხდის, "ვულვერჰემპტონია".
ინგლისურმა კლუბმა ძირითადი შემადგენლობის მარჯვენა მცველი, მეტ დოერტი "ტოტენჰემს" მიჰყიდა და მისი შემცვლელის დამატება "ვულვზის" პრიორიტეტი გახდა.
თუ "ბარსელონა" სემედუს გაყიდის, კატალონიური კლუბი სერჟინიო დესტის ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]