ნელსონ სემედუ "ვულვერჰემპტონში" სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირაში გაივლის
"ბარსელონას" 26 წლის მარჯვენა მცველი, ნელსონ სემედუ, "ვულვერჰემპტონში" სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირაში გაივლის. ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო, წერს.
მისი თქმით, ფეხბურთელსა და "ვულვზს" შორის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია, "ბარსელონასთან" გარიგება კი უახლოეს საათებში დაიდება. პორტუგალიელი თავის ახალ კლუბთან ხელშეკრულებას 2025 წლამდე გააფორმებს.
სემედუ "ვულვზის" მთავარი მწვრთნელის, ნუნუ ესპირიტუ სანტუს პორტუგალიურ პროექტს შეუერთდება. ამ მომენტისთვის, გუნდში 8 პორტუგალიელი ფეხბურთელი ირიცხება.
თავად რომანომ იუწყა დღეს სემედუს ინგლისურ კლუბში ტრანსფერის თაობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]