"ბარსელონა" სემედუს ემერსონით შეცვლით ვარიანტს განიხილავს
არაერთი წყარო ირწმუნება, რომ ნელსონ სემედუს "ვულვერჰემპტონში" დაახლოებით 40 მილიონ ევროდ გადასვლა გადაწყვეტილია. გავრცელებული ცნობებით, პორტუგალიელი მარჯვენა მცველის ტრანსფერი დღეს დასრულდება.
"ბარსელონაში" იმედი აქვთ, რომ მიღებული თანხით სემედუს შემცვლელსაც (სერჟინიო დესტს ან მაქს აარონსს) შეიძენენ და "მანჩესტერ სიტიდან" ერიკ გარსიასაც დაიბრუნებენ.
RAC1-ის ჟურნალისტის, ხერარდ რომეროს ინფორმაციით, არც ისაა გამორიცხული, ნელსონ სემედუ სხვა ფეხბურთელმა შეცვალოს. საუბარია "ბეტისში" მოთამაშე ემერსონზე, რომლის სატრანსფერო უფლებებების ნაწილს "ბარსელონა" ფლობს.
ბრაზილიელი მარჯვენა მცველი "ბეტისში" 2019 წლის იანვარში, 12.7 მილიონ ევროდ გადავიდა. "ატლეტიკო მინეირუს" თანხის ნახევარი "ბარსელონამ" გადაუხადა. სანაცვლოდ, "ბლაუგრანამ" უფლება დაიტოვა 2021 წელს "ბეტისს" დაახლოებით 6 მილიონი ევრო გადაუხადოს და ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები სრულად გამოისყიდოს. გავრცელებული ინფორმაციით, გარიგებაში ემერსონი 2020 წელს გამოსყიდვაზე არაფერი წერია და "ბარსას" "ბეტისთან" მოლაპარაკებები მოუწევს. ეჭვგარეშეა, 21 წლის ფეხბურთელი, რომელიც "ბეტისში" კარგად თამაშობს, კატალონიელებს 6 მილიონზე მეტი დაუჯდებათ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]