"ლივერპულს" დემბელეს იჯარით აყვანა სურს
France Football-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" ფრანგ ფეხბურთელს, უსმან დემბელეს იჯარით აყვანის მსურველი გამოუჩნდა.
წყაროს ცნობით, "ლივერპულს" მსოფლიოს ჩემპიონის შეძენა არ სურს და მხოლოდ მის იჯარით აყვანაზე ფიქრობს. რაც შეეხება კლუბის პოზიციას, "ბლაუგრანას" ურჩევნია, "კოღო" გაყიდოს და თანხა კრიზისის ფონზე, სასარგებლოდ გამოიყენოს.
ესპანურ მედიაში აქამდე გავრცელდა ცნობები, რომ "ბარსას" ახალი თავკაცი, რონალდ კუმანი უსმანს ენდობა და მასთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები აქვს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]