ნელსონ სემედუ "ბარსელონას" ტოვებს - პორტუგალიელის გამოსამშვიდობებელი პოსტი
როგორც მოსალოდნელი იყო, "ბარსელონას" მარჯვენა მცველმა, ნელსონ სემედუმ, კატალონიური კლუბი დატოვა. ეს ინფორმაცია პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ახლახანს Instagram-ზე დაადასტურა.
"მადლობა "ბარსელონას" იმისათვის, რომ ამ მაისურის ტარების ოცნების ახდენის, "კამპ ნოუზე" თამაშის, სწავლისა და მსოფლიოში საუკეთესო კლუბით სიამოვნების შესაძლებლობა მომცა. მადლობა ფეხბურთელად და პიროვნულად განვითარებისათვის.
ეს იყო საოცარი 3 წელიწადი, რომლებიც არასდროს დამავიწყდება. მადლობა ჩემს კოლეგებს, სტაფს, ფანებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღემდე მეხმარებოდა.
ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.
ძალიან დიდი მადლობა.
Visca al Barca!" - წერს სემედუ.
ნელსონ სემედუ კარიერას "ვულვერჰემპტონში" გააგრძელებს.
[media=https://www.instagram.com/p/CFc7n1gKxnj/]
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]