სერჟინიო დესტი თანაგუნდელებს დაემშვიდობა | Sport
Sport-ის ინფორმაციით, სერჟინიო დესტი "აიაქსელ" თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა, რადგან ამერიკელმა მცველმა იცის, რომ სულ მალე "ბარსელონას" მაისურს მოირგებს.
"ლურჯ-ბროწეულისფერებსა" და ამსტერდამელებს შორის შეთანხმების შესახებ დიდი ხანია იწერებოდა. თუმცა, როგორც The Telegraaf-მა გვამცნო, კატალონიელები ოფიციალური შეთავაზებით კლუბთან მხოლოდ გუშინ მივიდნენ.
19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი აღელვებულია იმ ფაქტით, რომ "ბლუგრანას" მაისურის მორგების საშუალება ექნება. მიუხედავად იმისა, რომ მის მსურველთა სიაში "ბაიერნის" სახელი დომინირებდა, სერჟინიოს "ბარსაში" გადაბარგების სურვილმა ყველაფერი შეცვალა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]