"ბარსას" პირველი შეთავაზება "ლიონს"
სანდო ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონამ" "ლიონს" მემფის დეპაის თაობაზე პირველად მიმართა.
წყაროს ცნობით, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ფრანგებს 30 მილიონ ევროსა და ბონუსებს სთავაზობენ.
ტრანსფერში მნიშვნელოვანი პოზიცია რონალდ კუმანს უკავია, რომელიც 26 წლის ფეხბურთელს ნიდერლანდების ნაკრებში წვრთნიდა.
ფაბრიციო ასევე ხაზს უსვამს, რომ ლაუტარო მარტინესი, რომელიც დეპაისთან ერთად, ლუის სუარესის მთავარ ჩამნაცვლებლად განიხილებოდა, "ინტერში" დარჩება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]