რონალდ კუმანი პრეზიდენტით უკმაყოფილოა
კიკე სეტიენის გუნდიდან გაშვების შემდეგ, კატალონიის "ბარსელონას" ახალი თავკაცი რონალდ კუმანი გახდა.
57 წლის ნიდერლანდელს ჯერ სადბიუტო მატჩი (ოფიციალურად) არ ჩაუტარებია, შესაბამისად, "ვილიარეალთან" გასამართი დაპირისპირება მისთვის პირველი გამოცდა იქნება.
საინტერესოა, რომ კუმანი ჯერ ახალი მოსულია, თუმცა მას უკმაყოფილების გრძნობა უკვე გაუჩნდა. TycSport-ის სპორტული ჟურნალისტის ინფორმაციით, რონალდმა თავის სანაცნობოში გააჟღერა, რომ კლუბში ასეთი ცუდი სიტუაციის არსებობას არ მოელოდა.
ამასთან, ყოფილ ლეგენდარულ ფეხბურთელს პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუს დამოკიდებულებაც არ მოსწონს, რომელიც მას "დამცავ ფარად" იყენებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]