ზედმეტად ინერტული თამაში | გუშინ გრიზმანის დღე არ იყო
მიუხედავად "ბარსას" დამაჯერებელი გამარჯვებისა, ანტუან გრიზმანმა თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა.
ფრანგ ფეხბურთელს ბურთთან იმაზე ნაკლები შეხება ჰქონდა, ვიდრე გუნდის მეკარეს, ნეტუს (30 vs 37). ამასთანავე, მას კარისკენ დარტყმის მხოლოდ 1 მცდელობა ჰქონდა და ის დარტყმაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელის მიერ დაიბლოკა.
გრიზმანის გამწვავების არეალი "ვილიარეალთან"
"ბარსას" 7-იანმა კატალონიელებს შორის პასების სიზუსტის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი დააფიქსირა (81%).
"გრიზი" 78-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა რონალდ კუმანს მისი თამაშის ხარისხზე რაიმე სახის უარყოფითი კომენტარი არ გაუკეთებია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]