"ბარსელონაში" ხელფასების შემცირება ისევ იგეგმება
Cadena SER-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" ფეხბურთელებისათვის ხელფასების შემცირებას გეგმავს.
საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ ყველაფერი სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
კლუბმა სახელფასო ფონდში 52 მილიონი ევრო არტურო ვიდალის, ივან რაკიტიჩისა და ლუის სუარესის გაშვებით გაათავისუფლა, თუმცა, როგორც ჩანს ეს საკმარისი არ არის.
"ბარსას" ხელმძღვანელობა ფეხბურთელთა აგენტებს უკვე დაუკავშირდა და პირველი კონტაქტის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ რეფორმის კიდევ ერთხელ გატარება მარტივი არ იქნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]