ოფიციალურად: ლუდოვიტ რეისი "ოსნაბრიუკში" ითამაშებს

ოფიციალურად: ლუდოვიტ რეისი "ოსნაბრიუკში" ითამაშებს

"ბარსელონა ბ"-ს ჰოლანდიელი ნახევარმცველი, ლუდოვიტ რეისი, მომდევნო სეზონში გერმანულ "ოსნაბრიუკში" ითამაშებს. ეს ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად ახლახანს დაადასტურა. 

ფეხბურთელი მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე მყოფ გუნდს ერთწლიანი იჯარით შეუერთდება და მათ პირველ დივიზიონში დაწინაურებისთვის ბრძოლაში დაეხმარება. 

რეისი "ბარსას" 20 წლის ასაკში, "გრონინგენიდან" გასულ ზაფხულში შეუერთდა, ძირითად შემადგენლობაში დებიუტი კი ჯერ არ ჰქონია. მისი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 3 ოქტომბერი 2020 19:00
    0
    ეს სადყავდათ
    Mr.freeman
    სტუმარი [?]
    #1 3 ოქტომბერი 2020 15:01
    0
    არადა სადაც ვნახე ამის განხილვა მაშინ ყველგან ახალ ბუსკეტსიაო იძახდნენ