ერიკ გარსიას "ბარსელონაში" გადმოსვლა გადაწყვეტილია | ESPN
სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მემფის დეპაი და ერიკ გარსია კატალონიურ კლუბში წელს ვეღარ გადმოვლენ.
მემფის დეპაის საკითხი აქტუალური მომავალში ან გახდება, ან არა, ერიკ გარსიას "ბარსელონაში" გადმოსვლა კი, ESPN-ის ცნობით, უკვე გადაწყვეტილია.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, მოის ლიორენსის ცნობით, ერიკ გარსია და "ბარსელონა" შეთანხმებულები არიან და ფეხბურთელი კატალონიაში 2021 წელს, უფასოდ დაუბრუნდება.
გარსია "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. მან "ბლაუგრანა" 2018 წელს დატოვა. ბოლო თვეების განამვლობაში "ბარსაში" მის დაბრუნებაზე ბევრი იწერებოდა და კატალონიელები ტრანსფერის განხორციელებას ბოლო წუთებამდე ცდილობდბნენ, მაგრამ "სიტისთან" შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]