ოფიციალურად: რაფინია "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა
2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო ტრანსფერი, რომელიც "ბარსელონამ" განახორციელა, რაფინია ალკანტარას გუნდიდან წასვლაა.
27 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა. "ბარსელონა" ტრანსფერის დეტალებს არ ახმაურებს. არაოფიციალური ინფორმაციით, რაფინია პსჟ-ს უფასოდ შეუერთდა. "ბარსამ", ბონუსების სახით, შესაძლოა, 3 მილიონი ევრო მიიღოს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბლაუგრანა" ალკანტარას მომავალი ტრანსფერიდან 35%-ს მიიღებს.
რაფინია "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. კატალონიელთა პირველ გუნდში დებიუტი მას 2011 წელს ჰქონდა. მას შემდეგ, მან "ბარსას" მაისურით 89 თამაში ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 11 ტიტული მოიგო. სხვადასხვა დროს რაფინია "სელტასა" (2-ჯერ) და "ინტერში" იყო განათხოვრებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]