დეპაის "ბარსელონაში" ტრანსფერი ლა ლიგამ დაბლოკა

დეპაის "ბარსელონაში" ტრანსფერი ლა ლიგამ დაბლოკა

მემფის დეპაის "ბარსელონაში" გადმოსვლასთან დაკავშირებით ყველა მხარე შეთანხმებული იყო, მაგრამ "ლიონის" ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტრანსფერი ლა ლიგამ დაბლოკა. ამ ინფორმაციას სპორტული ჟრნალისტი ორიოლ დომენეკი ავრცელებს.

ცნობილია, რომ "ბარსელონა" და დეპაი კონტრაქტზე შეთანხმებულები იყვნენ. წყაროს ცნობით, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ბარსამ" შეთანხმებას "ლიონთანაც" მიეღწია. ფრანგული კლუბი კატალონიელების მიერ შეთავაზებულ 5+10 მილიონ ევროს დასთნხმდა. თუმცა, საქმეში ლა ლიგა ჩაერია.

საქმე ისაა, რომ ლა ლიგა კლუბებს ხელფასებზე შეზღუდვებს უწესებს, "ბარსელონა" კი, დეპაის დამატების შემთხვევაში, დადგენილ სახელფასო ჭერს სცდებოდა. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ ცდილობდა "ბლაუგრანა" დემბელეს გაშვებას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Heisenberg
    სტუმარი [?]
    #4 7 ოქტომბერი 2020 14:51
    1
    სრული სისულელეა. მორიგი ფეიკი ბართომეუს ჯიბის ჟურნალისტებისგან.

    რკაიტიჩი, ვიდალი და სუარესი გაუშვეს - ამით სახელფასო ჭერი ძალიან დაწიეს. ასევე არტურიც წავიდა.

    ისეთი არავინ მოსულა, ვინც ამათზე მაღალ ხელფასს იღებს. ძაან მარტივად შეეძლოთ დეპაის ყიდვა, უბრალოდ არ ვიცი ფულს რატო ჟმოტავს ბართომეუ. ალბათ გაბოროტებულია, რომ პანღურით და დედის გინებით აგდებენ და ბოლომდე ძირავს კლუბს. კუდს იქნევს რა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 ოქტომბერი 2020 11:17
    3
    რა ზღაპარი მოიგონეს სუარესი რაკიტიჩი ვიდალი რაფინია ტოდიბო სემედუ გაუშვეს და სახელფასო ლიმიტს არღვევს? განა რა ხელფასი უნდა შეეთავაზებინა დეპაისთვის რო ეგ ზღარი დაერღვიათ რა ზღაპრებს იგონებენ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 7 ოქტომბერი 2020 10:12
    3
    ციტატა: duggu
    რა სისულელეა... ბარსამ გაშვებული ფეხბურთელების ხელფასებიდან 70 მილიონით გაათავისუფლა ბიუჯეტიო და.....

    უდიდესი ზღაპარია ეს
    Culé [?]
    #1 7 ოქტომბერი 2020 10:09
    3
    რა სისულელეა... ბარსამ გაშვებული ფეხბურთელების ხელფასებიდან 70 მილიონით გაათავისუფლა ბიუჯეტიო და.....