კრაკოვია ბრუნდება!

კრაკოვია ბრუნდება!

მოგესალმებით. თუ გახსოვთ ადრე საიტზე იდებოდა ესპანური იუმორისტული შოუს, "კრაკოვიას" სერიები. მაშინ ვიდეოს ქვევით მიწევდა გადათარგმნა, ანუ თქვენ არ შეგეძლოთ თან გეყურებინათ და ამავდროულად წაგეკითხათ თუ რას ლაპარაკობს ესა თუ ის მსახიობი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თარგმანი ვიდეოს ჩავამატო სუბტიტრების სახით. ჯერჯერობით სამწუხაროდ ამის გაკეთება ქართული ასოებით არ გამოვიდა, თუმცა შევეცდებით ეს პრობლემაც აღმოვფხვრათ. ასევე იმასაც ვეცდები, რომ დღეში მინიმუმ ერთ ვიდეო მაინც დავდო.

 

ახლა კი პირველი სერია. როგორც მოგეხსენებათ 2009 წელს "ბარსელონამ" "ტრიპლეტი" შეასრულა: მოიგო რა ჩემპიონთა ლიგის თასი, ესპანეთის თასი და ესპანეთის პრიმერა დივიზიონის თასი. ამის შემდეგ ფეხბურთელებმა რეკლამა გადაიღეს. "კრაკოვია" რისი "კრაკოვიაა" რომ არ გაეჯავრებინათ. ხოდა გასული არ იყო რამდენიმე დღე მათაც გადაიღეს ეს რეკლამა. უყურეთ ვიდეოს და ამავდროულად წაიკითხეთ ქართულად (ინგლისური შრიფტით) თუ რას იძახიან სერიაში.

 

P.S. თუ სუბტიტრები არ ჩანს ვიდეოს დაბლა მარჯვენა კუთხეში ისართან მიიტანეთ "მაუსი" და შემდეგ დააჭირეთ CC-ს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.