ტერ შტეგენი ახალ ხელშეკრულებას მალე გააფორმებს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს, ცნობით, მალე, "ბარსელონა" მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.
კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე იქნება ძალაში. გარიგების პირობებზე შეთანხმება ფეხბურთელთან აგვისტოში შედგა. მალე, "ბარსელონა" ამას ოფიციალურად დაადასტურებს.
გერმანელის ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები რამდენიმე თვე მიმდინარეობდა. ფეხბურთელს, გუნდში საკუთარი როლის შესაფერისი ანაზღაურება სურდა, რასაც კლუბი არ თანხმდებოდა. საბოლოოდ, არსებული ცნობებით, 28 წლის ტერ შტეგენის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ხელფასი, ეკონომიკური კრიზისის გამო, ეტაპობივრად გაიზრდება. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კი გერმანელს მოთხოვნილი თანხა სრულად ექნება მიღებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]