უსმან დემბელე ვარჯიშს აგრძელებს
"ბარსელონას" ფრანგმა გარემარბმა, უსმან დემბელემ, უქმე დღის მიუხედავად, "სიუტატ ესპორტივაზე" ივარჯიშა.
რონალდ კუმანმა 8-დან 12 ოქტომბრამდე ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა, თუმცა დემბელე გუშინ და უკვე დღესაც ვარჯიშს აგრძელებს. ჯერჯერობით, ნიდერლანდელი მას არ ენდობა, უსმანს კი გაცემული ავანსების გამართლება სურს. სწორედ ამიტომ თქვა უარი მან "მანჩესტერ იუნაიტედში" წასვლაზე.
კუმანის ხელმძღვნელობით "ბარსამ" სამი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. 23 წლის დემბელე მოედანზე მხოლოდ "ვილიარეალთან", 20 წუთით ვიხილეთ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]