პედრი: ყველაზე ახლოს ტრინკაუსთან ვარ

პედრი: ყველაზე ახლოს ტრინკაუსთან ვარ

"ბარსელონას" ახალწვეული, პედრი გონსალესი, კითხვაზე თუ ვინ ეხმარება მას გუნდში ადაპტირებაში ყველაზე მეტად, პასუხობს, რომ გასახდელში მის მიმართ ყველა დადებითად არის განწყობილი.

"გუნდში ყველა ძალიან კარგად მეპყრობა, მეკითხებიან როგორ ვარ, რამე ხომ არ მჭირდება.

ყველაზე ხშირად ტრინკაუსთან ვსაუბრობ. ჩვენ აქ ერთად მოვედით, ვარჯიში ერთად დავიწყეთ, ერთ სასტუმროშიც კი ვიყავით. ერთმანეთს კარგად გავუგეთ და დავმეგობრდით. ყველაზე ახლოს მასთან ვარ", - პედრის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

17 წლის პედრიმ მონაწილეობა "ბარსელონას" სამივე ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო. ჯამში, მან მინდორზე 67 წუთი დაჰყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 16 ოქტომბერი 2020 12:48
    7
    პედრი - ფატი - ტრინკაუ
    არაა ცუდი შემტევი ხაზი და 3 წლის მერე 20- 20 -23 წლისანი იქნებაინ ვაჰ ჩემი. ყველაფერი წინააქვთ რასაც ქვია.