მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "ბარსელონას" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
"ბარსელონას" ბორდის წევრებისა და კატალონიური მედიის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიურის გადაწყვეტილებით, გუნდის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დასახელდა.
გერმანელმა მეკარეს დღეს გადაეცა საპატიო ჯილდო, რომელიც "ბარსას" ყოფილი დირექტორის ავტოკატასტროფაში დაღუპული შვილის, ალდო როვირას სახელს ატარებს.
ალდო როვირას ჯილდო 2010 წლიდან გაიცემა და მისი მფლობელები შემდეგი ფეხბურთელები არიან:
- 2009/10 - ლიონელ მესი
- 2010/11 - ლიონელ მესი
- 2011/12 - ერიკ აბიდალი
- 2012/13 - ლიონელ მესი
- 2013/14 - ხავიერ მასკერანო
- 2014/15 - ლიონელ მესი
- 2015/16 - ლუის სუარესი
- 2016/17 - ლიონელ მესი
- 2017/18 - ლიონელ მესი
- 2018/19 - ჟერარ პიკე
- 2019/20 - მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]