დემბელესა და დესტის არასახარბიელო სტატისტიკა "ხეტაფესთან" თამაშში
"ხეტაფესთან" გუშინ სტუმრად გამართულ მატჩში (0-1), ისევე, როგორც მთელი "ბარსელონა", სათანადო დონეზე ნამდვილად არ იმყოფებოდნენ კატალონიელთა ფრანგი შემტევი უსმან დემბელე და ამერიკელი მარჯვენა მცველი სერჟინიო დესტი, რაზეც სტატისტიკა მოწმობს.
AS-ის ცნობით, დემბელემ "ხეტაფესთან" თამაშში მოედანზე 62 წუთი გაატარა და ბურთი 16-ჯერ დაკარგა, 14-ჯერ კი - მხოლოდ პირველ ტაიმში. თუმცა, ამ მხრივ ყველაზე ცუდად დესტი გამოიყურებოდა, რომელმაც ბურთი 23-ჯერ დაკარგა და 11 არაზუსტი პასი გააკეთა.
ორივე ფეხბურთელის შემთხვევაში ეს გასაგებიცაა. უსმანი თითქმის 11 თვის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში პირველად მოგვევლინა, სერჟინიოს კი მის ბუნებრივ პოზიციაზე არ უთამაშია.
იმედი ვიქონიოთ, რომ ფრანგი და ამერიკელი მოთამაშეები მომდევნო შეხვედრებში თავს გაცილებით უკეთ წარმოაჩენენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]