Sport: "ბარსელონაში" პიანიჩის ფიზიკური ფორმით შეშფოთებულნი არიან
Sport-ის ცნობით, "ბარსელონას" ბოსნიელი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი სათანადო ფიზიკურ კონდიციაში არ იმყოფება.
ვარჯიშზე 30 წლის პიანიჩი თანაგუნდელებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება და იგი იდეალური ფორმისგან ძალიან შორსაა. სამწვრთნელო შტაბის აზრით, ამის მიზეზი, მიუხედავად გადატანილი კორონავირუსისა, პიანიჩის მიერ აგვისტოს შვებულების არაპროფესიონალურად და უყურადღებოდ გატარებაა.
2020/21 წლების სეზონში პიანიჩმა ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და, ჯამში, მოედანზე მხოლოდ 27 წუთი დაჰყო.
ამ ცნობის მიუხედავად, ბოსნიელი, შესაძლოა, ხვალ, "ფერენცვაროშთან" ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]