ანდრეა პირლო არტურის "ბარსელონური სტილით" უკმაყოფილია

ანდრეა პირლო არტურის "ბარსელონური სტილით" უკმაყოფილია

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, ანდრეა პირლო, არტურ მელოს სათამაშო სტილს აფასებს. მისი თქმით, ესპანურმა ფეხბურთმა ბრაზილიელზე თავისი კვალი დატოვა.

"მას კონკრეტული სტილი აქვს, ესპანური ფეხბურთისთვის დამახასიათებელი. მისი თამაში ძალიან შეზღუდულია, რასაც "ბარსელონასთან" აქვს კავშირი.

გარკვეული პროგრესი უკვე არის, თუმცა ის ბურთს, კვლავ, დიდხანს იჩერებს, როდესაც გარკვეულ შემთხვევებში უფრო სწრაფად თამაში შეუძლია. ამაზე ვმუშაობთ", - თქვა პირლომ DAZN-თან ინტერვიუში.

"ბიანკონერიში" ტრანსფერის შემდეგ, არტურმა 2 მატჩი ჩაატარა, მოედანზე 102 წუთი გაატარა. მის ანგარიშზე გოლი ან საგოლე გადაცემა, ჯერჯერობით, არ არის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 ოქტომბერი 2020 17:43
    4
    სეტიენი ეუბნებოდა მაგას თუ გახსოვთ, სამართლიანობისთვის აღსანიშნავია. მაგრამ მე ძალიანაც მომწონდა არტურის სტილი, არტური და რიკი მშვენივრად შეავსებდნენ ერთმანეთს მარა არაო
    Ronaldinho..
    სტუმარი [?]
    #3 20 ოქტომბერი 2020 16:53
    0
    ციტატა: Don_Andresito
    ბარსაში პიანიჩის ფორმით არიან შეშფოთებულნი, იქ არტურის სტილით. რაღატო გაცვალეს? არტურის ტიპის მოთამაშე კარგია როცა იგებ და მაგალითად 10 კაცით ხარ ან ბურთია დასაჭერი და არ გასაშვები ფეხიდან. ამ დროს იჭერს, პასსაც ზუსტს აკეთებს და უჯარიმოდ არ კარგავს როცა ფორმაშია მარა მოსაგებ თამაშში არაფერს გაძლევს. არტური გამოსადეგია თუ მაგის წინ დე ბრუინის ან ინიესტაას ტიპის ნახევარმცველი გყავს, რომელიც თამაშს ქმნის. გვერდით კიდე ყავს ბურთის სანდო დამჭერი. არტური კიდე სანდო არ იყო. ფორმმის პიკში ყოფნა რო ესაჭიროებოდა მაშინ აწყობდა ორგიებს და გუნდს ვერ ეხმარებოდა. მოკლედ ბრაზილიელებთან, ფრანგებთან და პორტუგალიელებთან საქმე აღარ უნდა დავიჭიროთ.

    სად იყავი რაღაც ვეღარ გატყობდი საიტზე.
    [?]
    #2 20 ოქტომბერი 2020 16:46
    6
    ბარსაში პიანიჩის ფორმით არიან შეშფოთებულნი, იქ არტურის სტილით. რაღატო გაცვალეს? არტურის ტიპის მოთამაშე კარგია როცა იგებ და მაგალითად 10 კაცით ხარ ან ბურთია დასაჭერი და არ გასაშვები ფეხიდან. ამ დროს იჭერს, პასსაც ზუსტს აკეთებს და უჯარიმოდ არ კარგავს როცა ფორმაშია მარა მოსაგებ თამაშში არაფერს გაძლევს. არტური გამოსადეგია თუ მაგის წინ დე ბრუინის ან ინიესტაას ტიპის ნახევარმცველი გყავს, რომელიც თამაშს ქმნის. გვერდით კიდე ყავს ბურთის სანდო დამჭერი. არტური კიდე სანდო არ იყო. ფორმმის პიკში ყოფნა რო ესაჭიროებოდა მაშინ აწყობდა ორგიებს და გუნდს ვერ ეხმარებოდა. მოკლედ ბრაზილიელებთან, ფრანგებთან და პორტუგალიელებთან საქმე აღარ უნდა დავიჭიროთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 ოქტომბერი 2020 14:54
    12
    რო მოვიდა მასეთი იყო, აქაც ზედმეტად დაქონდა ბურთი და თავს იღლიდა, მწვრთნელიც არ ყავდა რო ეთქვა ნუ დაათრევ მაგ ბურთსო