ბართომეუს გადადგომის საკითხი "ელ კლასიკოს" შემდეგ გადაწყდება
Onda Cero-ს ცნობით, "ბარსელონას" პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო გადადგომის საკითხს "ელ კლასიკოს" შემდეგ განიხილავენ.
26 ოქტომბერს, ორშაბათს, ბართომეუ დირექტორთა საბჭოს მოიწვევს და მიიღებენ გადაწყვეტილებას, დანიშნონ კენჭისყრა უნდობლობის თაობაზე თუ მანამდე დატოვონ კლუბი.
ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი ფიასკოსა და ლიონელ მესის სკანდალური ამბის შემდეგ, ბართომეუს წინააღმდეგ პლატფორმა Mes Que Una Mocio-ს ორგანიზებით, უნდობლობის საკითხის აღსაძრავად, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომელიც წარმატებით დასრულდა.
იმ შემთხვევაში თუ კენჭისყრა დაინიშნება, უნდობლობის გამოცხადებისთვის კენჭისყრაში მონაწილე კლუბის ოფიციალურ წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა იქნება საჭირო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]