რონალდ კუმანი: დრო მოგვეცით, ეს მომავლის გუნდია
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი გუნდში არსებული ახალგაზრდა ფეხბურთელების სიმრავლისა და ახალი ტაქტიკის გათვალისწინებით, ის "ბლაუგრანას" თამაშით კმაყოფილია.
"გუნდმა ცვლილებები განიცადა, ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. ამ ეტაპზე ამ გუნდისგან მეტს ვერ მოვითხოვთ.
ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს, მაგრამ უნდა განვითარდეს. ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებით და განსხვავებული ტაქტიკით ვთამაშობთ. მოთმინება იქონიეთ. თქვენგან დროს ვითხოვ.
პროგრესის გზას ვადგავართ. საბოლოო შედეგს 2-3 კვირაში ვერ მივიღებთ, მაგრამ ნახავთ, რომ ცოტა ხანში გუნდი უკეთ ათამაშდება. თავს უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ, მაგრამ ამისთვის დრო გვჭირდება." - ციტირებს რონალდ კუმანის სიტყვებს Tribuna.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]