დიმიტარ ბერბატოვი: ბოლო თამაშებში ისევ ძველი მესი ვიხილე

დიმიტარ ბერბატოვი: ბოლო თამაშებში ისევ ძველი მესი ვიხილე

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა, Betfair-თან რუბრიკაში ლიონელ მესის "ფერენცვაროშთან" თამაში მიმოიხილა:

"ბოლო თამაშების მიხედვით, ვამჩნევ, რომ ძველი მესი დაბრუნდა. მისი პასის შესაძლებლობა, კრეატიულობა და საფრთხის შექმნის უნარი ნამდვილად შესამჩნევია."

"მომწონს, თუ როგორ ეწყობა ის ანსუ ფატისა და ფილიპე კოუტინიოს. მიუხედავად იმისა, რომ მესი არის მესი, "ბარსას" მხოლოდ ის არ წარმოადგენს. მის გვერდით კიდევ 10 თანაგუნდელია."

ლიონელ მესის სეზონის სტარტი საკმაოდ მძიმე ჰქონდა. კლუბთან არსებული უთანხმოების გარდა, რაც მის სათამაშო ფორმაზეც აისახა, ახალ, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში მცირედით გაუჭირდა. ნელ-ნელა ეს პრობლემები აღმოიფხვრა და მესიმ "ფერენცვაროშთან" მაღალი დონის პერფორმანსიც შემოგვთავაზა. ამ სეზონში არგენტინელის ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #1 23 ოქტომბერი 2020 12:48
    0
    საინტერესოა რას გულისხმობს, ან სხვა თამაშებს ხო არ უყურა. ზოგადად მესი დღეს რასაც თამაშობს, ვინმე სხვა რო თამაშობდეს ეგრე, მიმსგავსებულად მაინც, ცაში აიყვანდა ყველა. მარა ეს ხო მესია და 100ჯერ მეტს მოითხოვს ყველა მიმსგან ასაკის მიუხედავად. ამიტო წელს გამოჩნდება შეუძლია მეტი თუ აღარ