გრიზმანი კუმანს უნდა გაესაუბროს - ბარბატოვი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი შემტევი, დიმიტარ ბერბატოვი "ბარსელონას" ფეხბურთელის, ანტუან გრიზმანის შესახებ საუბრობს.
"არასასურველ პოზიციაზე თამაშის "პერსპექტივა" არასდროს მქონია. ვფიქორბ, როცა კონკრეტულ ადგილას კარგად თამაშობ, შემდეგ სხვაგან ასპარეზობა რთული უნდა იყოს.
საუკეთესო გამოსავალი, რისი გაკეთებაც ფრანგს შეუძლია, რონალდ კუმანთან მისვლა და მასთან გულწრფელად საუბარია. ვიმედოვნებ, გრიზმანმა ეს უკვე გააკეთა, რადგან იგი შესანიშნავი მოთამაშეა. თუმცა, ადგილის დამკვიდრება ადვილი არაა, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ასეთი დონის ფეხბურთელებთან გიწევს კონკურენცია", - აცხადებს ბულგარელი.
შეგახსენებთ, 'ბარსელონამ" ანტუანი 2019 წელს შეიძინა, მაგრამ, ჯერჯერობით, იგი გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს, რასაც, გარკვეულწილად, ისიც განაპირობებს, რომ ფრანგი თავის პოზიციაზე არ თამაშობს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]