ანსუ ფატი "ელ კლასიკომდე" დაჯილდოვდება

ანსუ ფატი "ელ კლასიკომდე" დაჯილდოვდება

ESPN-ის ინფორმაციით, დიდებული "ელ კლასიკოს" დაწყებამდე, კატალონიის "ბარსელონას" ამომავალ ვარსვკლავს, ანსუ ფატის, ლა ლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადაეცემა.

კატალონიურმა კლუბმა სექტემბერში მხოლოდ ერთი შეხვედრის ჩატარება მოასწრო. "ვილიარეალთან" გამართულ მატჩში, რომელიც "ბლაუგრანამ" 4-0 მოიგო, ანსუ ფატიმ ბრწყინვალედ ითამაშა და თავი 2 გოლით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ ანსუმანე მომდევნო შაბათს 18 წლის ხდება. წარმოშობით გვინეა-ბისაუელს დღეს აქვს შანსი, რომ "ელ კლასიკოს" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამტანი გახდეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 ოქტომბერი 2020 17:22
    0
    გაგვახარე ბიჯო გაგვახარე