ვარჯიში განახლდა, კვლავ პუიოლის გარეშე

ვარჯიში განახლდა, კვლავ პუიოლის გარეშე

"არსენალთან" ტრიუმფის შემდეგ კატალონიელებმა ვარჯიში განაახლეს. ვარჯიშზე პირველი გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი იმყოფებოდა გარდა ერთისა, კარლეს პუიოლისა. 

მისი გამოჯანმრთელების საქმე კარგად მიმდინარეობდა, მას ლონდონელების წინააღმდეგაც უნდა ეთამაშა, მაგრამ ვარჯიშზე დაზიანება მიიღო, ამიტომაც ახლა კვლავ ისვენებს და აღდგენით ვარჯიშებს ატარებს.

რაც შეეხება ვარჯიშს, იგი დღეს დილით ადგილობრივი დროით 11 საათზე შედგა "სიუდად ესპორტივაზე", იგივე "სპორტ სიტიზე". ვარჯიშზე 19 ფეხბურთელი იმყოფებოდა, მეორე გუნდიდან მხოლოდ დამხოლოდ ერთადერთი ფეხბურთელი ხორდი მასიპი. 

ხოლო რაც შეეხება პედრო როდრიგესს, იგი გუნდისგან განმარტოებულად ვარჯიშობდა.

ფეხბურთელები "სევილიასთან" თამაშისათვის ემზადებიან, ისინი ვარჯიშს ხვალ განაახლებენ კვლავ "სპორტ სიტიზე" ადგილობრივი დროით 11 საათზე. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.