სერჟინიო დესტი: რთული თამაში იყო

სერჟინიო დესტი: რთული თამაში იყო

"ბარსელონას" ახალგაზრდა მარჯვენა მცველმა, სერჟინიო დესტმა, მადრიდის "რეალთან" მატჩის (1-3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

"ნამდვილად არ ვიცი, საკამათო ეპიზოდში პენალტი უნდა დანიშნულიყო თუ არა. მე ჩემს თამაშზე ვიყავი კონცენტრირებული. 

"რეალმა" შანსების გოლებად ქცევა მოახერხა, ჩვენ კი მომენტების გამოყენება ვერ შევძელით. მატჩის განმავლობაში შანსები ორივე გუნდს ჰქონდა. თამაში აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ. 

მიხარია, რომ ჩემს პირველ "კლასიკოში" მივიღე მონაწილეობა, მაგრამ შედეგის გამო დამწუხრებული ვარ. 

თამაში რთული აღმოჩნდა". - განაცხადა ამერიკელმა ფეხბურთელმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Heisenberg
    სტუმარი [?]
    #4 24 ოქტომბერი 2020 20:24
    1
    8-2-ის მერე რომ ცენტრალურ მცველს არ იყიდი აბა სხვას რას უნდა ელოდო?
    ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს გუნდს. 1-1-ზე ვჯობდით მარა გოლის გაშვების მერე მოკვდნენ.

    ზეწოლის ქვეშ ეს სასტავი ვერ თამაშობს, არ იციან. კუმანის ბრალი არაფერია. პირიქით დღეს სიახლე შეიტანა სქემაში ფატის ფორვარდად გადაწევით და გაამართლა ნაწილობრივ.

    ლენგლე პიკე და ბუსკეცი რო ვადაგასულები არიან, გრიზმანი რო ფალოსია, ეგ კუმანის ბრალი არ არის.
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #3 24 ოქტომბერი 2020 20:13
    12
    ეხა ვალვერდე უყურებს და კაიფობს ალბათ მე რეალს მაინც ვტ....იო კლასიკოებში და ჩემ მერე კლასიკო ვერ მოგიგიათო და მართალიც იქნება 😀
    Culé [?]
    #2 24 ოქტომბერი 2020 20:12
    4
    ამ ბიჭს ბრავო ძაან მაგარი იყო👏🏻
    Cule Is Always Elegant
    სტუმარი [?]
    #1 24 ოქტომბერი 2020 20:12
    6
    კიდევ კარგი, იუვენტუსს რო რონალდო არ ეყოლება :დდდ