"სევილია"-"ბარსელონა" Solo-ში

"სევილია"-"ბარსელონა" Solo-ში

ხალხმრავალ ადგილებში ფეხბურთის ყურების მოყვარულთა სასიხარულოდ, გვინდა გაცნობოთ, რომ ამიერიდან, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ ბარ Solo-ში შესაძლებელი იქნება "ბარსელონას" ყველა თამაშის ყურება. აღნიშნული ბარი არის საკმაოდ ადვილი მისაგნები. თავისუფლების მოედნიდან უნდა აუხვიოთ ლეონიძის ქუჩაზე (სასტუმრო "მერიოტთან"). ბარი მდებარობს ლეონიძის 8 ნომერში.

გაითვალისწინეთ: შესვლა არის უფასო და არც ბარში შეკვეთაა სავალდებულო.

მათთვის, ვინც მაინც აპირებს შეკვეთას - ბარში არის სამზარეულოსა და ლუდის დიდი არჩევანი. შეგიძლიათ აიღოთ როგორც დაბალფასიანი, ასევე ძვირადღირებული ლუდიც (ან სხვა სასმელი).

მოკლედ რომ ვთქვათ, ბარის ადმინისტრაციამ ყველანაირად იზრუნა იმისათვის, რომ "ბარსელონას" გულშემატკივრებმა კომფორტულად შესძლონ თამაშის ყურება.

 

Solo-ში ვუყურებთ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებს. ჩემპიონთა ლიგის თამაშებს, ასევე "კლასიკოებს" ვუყურებთ ივენთ ჰოლში.

 

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" უახლოესი თამაში გაიმართება კვირას, საღამოს 12 საათზე.

 

გელით ყველას Solo-ში

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.