ზენდენი: "ბარსას" თამაშის ყურება სიამოვნებაა"

ზენდენი: "ბარსას" თამაშის ყურება სიამოვნებაა"

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ბოლო ზენდენი, რომელიც ამჟამად "სანდერლენდის" ღირსებას იცავს,დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დარჩა "ბარსა" – "არსენალის" დაპირისპირების შემდეგ. ჰოლანდიელმა ამ თამაშთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

 

"მე ვუყურებდი "ლურჯ–ბროწეულისფერების" თამაშს და ამით სიამოვნებას ვიღებდი. მე ამ კლუბში ვთამაშობდი და ვიცი "ბარსას" თამაშის სტილი, ატმოსფერო "კამპ ნოუზე", ეს უბრალოდ შესანიშნავია". იგი რამდენიმე სიტყვით შეეხო რობინ ვან პერსის გაძევების თემას: "როდესაც შენ არსენალის, ან ზოგადად ინგლისური ფეხბურთის ქომაგი ხარ, რა თქმა უნდა შეგიძლია გაასაჩივრო რობინის 2 ყვითელი ბარათი. ამ მომენტმა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოაქცია "მეთოფეთა" გუნდი, მაგრამ ის თამაში, რაც "არსენალმა" შემოგვთავაზა არ იყო იდეალური და გამართლებული. შეიძლება ისინი დაშინებულებიც კი იყვნენ, რადგან თითქმის მთელი გუნდი ცდილობდა საკუთარი კარი დაეცვა და შეტევაზე არც ფიქრობდნენ. აღსანიშნავია ისიც, როდესაც ბურთს მიიღებდნენ, ზეწოლის შედეგად "ბარსელონა" სწრაფად და მარტივად იბრუნებდა მას. ასეთი "არსენალის" ნახვას არ მოველოდი".

 

ზენდენმა მესიზეც ისაუბრა: "ის უნიკალური ფეხბურთელია. არგენტინელი მოძრაობს მთელ მოედანზე, ახორციელებს დრიბლინგს ნებისმიერ სიტუაციაში. თუმცა სრულიად შესაძლებელია გამოჩნდეს ვინმე, ვინც თავისი სათამაშო გეგმით დაამარცხებს "ბარსელონას". დაასრულა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.