ანსუ ფატი ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი ფეხბურთელია
"ბარსელონას" 17 წლის შემტევი, ანსუ ფატი, ესპანელ ფეხბურთელთა შორის, ყველაზე ძვირადღირებულია.
Transfermarkt ანსუს 80 მილიონ ევროდ აფასებს. 23 ივლისის შემდეგ, მისი ღირებულება 30 მილიონი ევროთი გაიზარდა. ამჟამად, ლა ლიგაში მასზე უფრო ძვირად მხოლოდ "ატლეტიკოს" სლოვენიელი მეკარე, იან ობლაკი, (90 მილიონი ევრო) და ლიონელ მესი (100 მილიონი ევრო) არიან შეფასებულნი. ამ მხრივ, მსოფლიოს მასშტაბით, იგი მე-16 ადგილს იკავებს.
2020/21 წლების სეზონში, "ბარსას" მაისურით ფატიმ 7 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და შეასრულა 3 საგოლე გადაცემა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]