პეპ გვარდიოლას კომენტარი "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებაზე
ჟოზეპ მარია ბართომეუმ და მისი გუნდის წევრებმა "ბარსელონა" უკვე დატოვეს, უახლოეს მომავალში კი კატალონიურ კლუბს ახალი ხელმძღვანელობა ეყოლება. გუნდის ტრადიციული ფილოსოფიის პრიორიტეტად ქცევას პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი აპირებს, ზოგი მათგანი კი ლეგენდარული მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას დაბრუნებაზეც საუბრობს.
დღეს, ჟურნალისტებმა გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიდან" "ბარსელონაში" შესაძლო გადმოსვლაზე ჰკითხეს.
"ბარსელონაში" დაბრუნება? მანჩესტერში თავს საოცრად კარგად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ იმით, რომ აქ ყოფნის შესაძლებლობა მაქვს. ვიმედოვნებ, რომ ამ სეზონში კარგ შედეგს ვაჩვენებ და "სიტიში" დავრჩები". - განაცხადა 49 წლის სპეციალისტმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]