"ბარსელონას" დამარცხება შეგვიძლია - მაჩინი
31 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე კატალონიის "ბარსელონა" "ალავესს" დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ მეტოქე გუნდის მწვრთნელი, პაბლო მაჩინი ჟურნალისტებთან საუბრობს.
"იუვენტუსთან" "ბარსელონამ" სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. გვინდა, რომ ხვალ ჩვენც იგივე გავაკეთოთ.
ისეთი გუნდის დასამარცხებლად, როგორიც "ბლაუგრანაა", დაცვასა და შეტევაში კარგად უნდა თამაშობდე და თანაც, ცოტა იღბალიც გქონდეს. "ხეტაფემ" "ბარსას" სძლია და ეს ჩვენც შეგვიძლია.
პედრის დიდი მომავალი აქვს. კუმანი ახალგაზრდებს უშიშრად ენდობა, რადგან ისინი მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან".
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]