ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნეები დეპაი და გარსია არიან
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ორშაბათს კატალონიის "ბარსელონას" შტაბში მორიგი შეხვედრა შედგა, რომელსაც კომისიის ახალ ხელმძღვანელთან, კარლეს ტუსკეტსთან ერთად, რონალდ კუმანი, ოსკარ გრაუ და რამონ პლანესიც დაესწრნენ.
შეხვედრის მთავარი თემა მოახლოებული სატრანსფერო ფანჯარა იყო, რომელიც 8 კვირაში გაიხსნება. შეძენის მთავარ კანდიდატებად ერიკ გარსია და მემფის დეპაი სახელდებიან.
ორივე მოთამაშეს ამჟამინდელ კლუბებთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურება, რაც "ბლაუგრანას" საქმეს უმარტივებს.
"ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ჯერ საქმე თავად ფეხბურთელის აგენტებთან უნდა მოაგვარონ, შემდეგი ეტაპი კი "მანჩესტერ სიტისთან" და "ლიონთან" მოლაპარაკება იქნება - "ბარსა" ან მინიმალურ თანხას გადაიხდის, ან ზაფხულში სასურველ სპორტსმენებს ხელში უფასოდ ჩაიგდებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]