ხრისტო სტოიჩკოვი: "ბარსელონას" ცენტრფორვარდი არ სჭირდება
"ბარსელონას" ბულგარელი ლეგენდა ხრისტო სტოიჩკოვი კატალონიური გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რონალდ კუმანს ცენტრფორვარდი არ სჭირდება, მაგრამ გარკვეული ცვლილებები საჭიროა.
"ასეთი სტილით თამაშის დროს "ბარსელონას" 9 ნომერი არ სჭირდება. თუმცა, საჭიროა, რომ ანსუმ და დემბელემ საჯარიმოში შერბენები ისწავლონ. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ცენტრში თამაშობენ, თუ არა, მაგრამ ეს კომპონენტი უნდა გააუმჯობესონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ძალიან სტატიკურია.
ამ ფეხბურთელებს იმ დროის "ბარსელონას" ვიდეოები უნდა აჩვენონ, როდესაც გუნდში ეტო'ოს მსგავსი ფეხბურთელები თამაშობდნენ. ის ცენტრფორვარდი იყო, მაგრამ მხოლოდ ცენტრში არ თამაშობდა." - ციტირებს სტოიჩკოვის სიტყვებს Tudn.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]