მესის ჩემთვის გოლის გასატანად 10 მატჩი დასჭირდა - ჩეხი
2006-2018 წლების პერიოდში კატალონიის "ბარსელონას" შემტევი, ლეო მესი და პეტრ ჩეხი ერთმანეთს 9-ჯერ დაუპირისპიდნენ. 38 წლის ყოფილი მეკარე "ჩელსის" ოფიციალურ ვებსაიტთან ინტერვიუში სწორედ არგენტინელთან პაექრობებზე საუბრობს.
"ლიონელს დიდი დრო - დაახლოებით, 10 მატჩი დასჭირდა, რომ ჩემი კარის ბადეში ბურთი გაეხვია. საბოლოოდ, "არსენალის" ფეხბურთელი ვიყავი, როდესაც "ლა პულგამ" ეს შეძლო.
ის თერთმეტმეტრიანებს ზუსტად ვერ ასრულებდა, ხან დარტყმებს კარგად ვიგერიებდი, ამიტომაც, "ჩელსის" რიგებში მესისგან გოლი არ გამიშვია, რაც ჩემთვის დიდი პატივია.
ყოველთვის ვფიქრობდი, რა შეიძლება გაეკეთებინა. სტრატეგია მქონდა, რომ დავლოდებოდი, რომელ მხარეს დააპირებდა დარტყმას. როდესაც ხედავდა, რომ იმ მიმართულებით ვხტებოდი, იცოდა, რომ ბურთი ჩემს დასამარცხებლად მაღლა უნდა აეწია", - აცხადებს ჩეხი.
შეგახსენებთ, რომ ლეომ პეტრს ბურთი 2016 წელს გაუტანა, "ბარსამ" კი მატჩი მისი დუბლით, ანგარიშით, 2-0 მოიგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]