გუშინდელი საღამო ზღაპარს ჰგავდა - რუსლან ნეშჩერეტი
ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, კატალონიის "ბარსელონასთან" გამართული მატჩის (2-1) შემდეგ, კიევის "დინამოს" 18 წლის მეკარე, რუსლან ნეშჩერეტი კომენტარს აკეთებს.
"ეს ყველაფერი ზღაპარს ჰგავდა. ასეთ, დიდებულ სტადიონზე "ბარსას" წინააღმდეგ თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.
ლიონელ მესის პენალტი ძალიან კარგი იყო. არგენტინელი ამ ასპექტში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
ასეთ მეტოქეებთან დაპირისპირების შანსის მიღებით ბედნიერები ვართ", - აცხადებს უკრაინელი.
კიეველთა მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ რუსლან ნეშჩერეტი სარეზერვო გუნდიდან დააწინაურა, ვინაიდან, კლუბის კარის დარაჯებს, გეორგი ბუშანსა და დენის ბოიკოს COVID-19 დაუდასტურდათ.
შეგახსენებთ, ნეშჩერეტმა გოლები ლეო მესისა და ჟერარ პიკესგან გაუშვა, თუმცა შეხვედრაში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და არაერთი რთული ბურთი მოიგერია, მათ შორის, "ბლაუგრანას" კაპიტნის ჯარიმა.
ჯამში, 18 წლის ახალგაზრდამ 12 სეივი მიითვალა, რაც 2013 წლის შემდეგ, ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ეგიდით გამართულ მატჩში, საუკეთესო მაჩვენებელია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]