ფეხბურთელებს ხელფასების შემცირებაზე თანხმობა ჯერ კიდევ არ განუცხადებიათ
TV3-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" დროებით ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის ხელფასების შემცირებაზე კონსესუსი ჯერ ისევ არაა მიღწეული.
აღნიშნული რეფორმის დედლაინმა კიდევ 6 დღით გადაიწია და საბოლოო თარიღად 11 ნოემბერი შეირჩა.
აქამდე არსებული ცნობების მიხედვით, რომელიც RAC1-მა გააჟღერა, სახელფასო ფონდად 190 მილიონი არის დაწესებული, რომლის გადაჭარბების შემთხვევაშიც კლუბს გაკოტრების საფრთხე დაემუქრება.
RAC1-ის ვერსიას "ბარსას" დროებითი პრეზიდენტი, კარლეს ტუსკეტსი, არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად კორონავირუსისგან გამოწვეული ზარალისა, გაკოტრების საფრთხე მაინც არ არსებობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]