მას სიარული შეუძლია - დიეგო მარადონას ექიმი დამაიმედებელ სიახლეს ავრცელებს

მას სიარული შეუძლია - დიეგო მარადონას ექიმი დამაიმედებელ სიახლეს ავრცელებს

დიეგო მარადონას მკურნალმა ექიმმა, ლეოპოლდო ლუკემ, ESPN-თან არგენტინელი ლეგენდის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა:

"სარეაბილიტაციო პერიოდი დადებითად მიმდინარეობს. მას სიარული შეუძლია, მეც მესაუბრება და უკვე საღ გონებაზეა."

"რა თქმა უნდა, ჯერ მხოლოდ საწყისი პერიოდია, მაგრამ პროგრესი აშკარად შესამჩნევია."

"თავის ტვინის ბოლო ტომომოგრაფიამ დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა. გვიხარია და გვსურს, რომ საავადმყოფო მალე დატოვოს. ამჟამინდელი მდგომარეობით ის კიდევ რამდენიმე დღით გაჩერდება. იქამდე, სანამ გამოკვლევები მისი საბოლოოდ გაწერის საშუალებას არ მოგვცემს."

დიეგომ თავის ტვინზე ოპერაცია სამშაბათს გაიკეთა. სისხლჩაქცევების გამო მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, მაგრამ როგორც ჩანს, არგენტინელი "გიმნაზია ლა პლატას" მთავარი მწვრთნელი რანგში ჯანმრთელი დაუბრუნდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 7 ნოემბერი 2020 03:46
    0
    ციტატა: Albicelecte
    ეგ რომელი ლეოპოლდო ლუკეა?
    1978 წლის ჩემპიონი ხომ არა? თუ რა ხნის იქნება ის ლუკე?

    არა მგონია ის ლუკე ფეხბურთელი მენდოზას პროვინციაში (არგენტინაში 23 პროვინციაა) სპორტის მინისტრია
    Culé [?]
    #3 6 ნოემბერი 2020 13:32
    0
    მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ ლეგენდავ! არგენტინის სულო და გულო (მესის შემდეგ რაღათქმაუნდა)
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 ნოემბერი 2020 02:13
    1
    მეტი საათი არ ქონდა? ორივე მაჯაზე საათი რა პონტია?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 ნოემბერი 2020 23:29
    0
    ეგ რომელი ლეოპოლდო ლუკეა?
    1978 წლის ჩემპიონი ხომ არა? თუ რა ხნის იქნება ის ლუკე?