"რეალის" გულშემატკივრებს ფაბრეგასი არ უნდათ

"რეალის" გულშემატკივრებს ფაბრეგასი არ უნდათ

ესპანურმა გამოცემამ "მარკა" გამოკითხვა ჩაატარა მკითხეველში, რომ გაერკვია, სურთ თუ არა "რეალის" გულშემატკივრებს მადრიდული კლუბის შემადგენლობაში სესკ ფაბრეგასის ხილვა. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ "თეთრების" ქომაგთა 56,3% სულაც არ მიიჩნევს ფაბრეგასის შესაძლო ტრანსფერს გამართლებულად.

შეგახსენებთ, რომ ფრანცესკ ფაბრეგასი ამჟამად ლონდონის "არსენალის" ღირსებას იცავს და გუნდის კაპიტნის სამკლაურს ატარებს. მისი საფეხბურთო კარიერა "ბარსელონადან" იწყება. სესკი კატალონიური გრანდის აკადემიის აღზრდილია. მან კლუბი 2003 წელს დატოვა და კარიერა "არსენალს" დაუკავშირა.

კატალონიური გრანდი უკვე დიდი ხანია, რაც ფაბრეგასის ყიდვას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ ესპანელი ფეხბურთელის შეძენის სურვილი მადრიდის "რეალმაც" გამოთქვა. ფლორენტინო პერესი ფაბრეგასში სოლიდური თანხის გადახდას აპირებს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ თავად ფეხბურთელი კატალონიაში დაბრუნბაზე ოცნებობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.