პედრი "ბეტისთან" გოლით "ბარსელონას" ისტორიაში შევიდა
"ბარსელონას" 17 წლის ნახევარმცველმა, პედრიმ, გუშინ "რეალ ბეტისის" კარის აღება მოახერხა და ლა ლიგაში, კატალონიური გუნდის ისტორიაში, მე-4 ყველაზე ახალგაზრდა გამტანი გახდა. ინფორმაცია Marca-ს ეკუთვნის.
პედრი მხოლოდ ლიონელ მესის, ბოიან კრკიჩსა და ანსუ ფატის ჩამორჩება. ამ უკანასკნელმა რეკორდი წინა სეზონში, 16 წლისა და 304 დღის ასაკში დაამყარა.
მიმდინარე სეზონში პედრიმ ყველა ტურნირზე მონაწილეობა 10 შეხვედრაში მიიღო და 2 გოლის გატანა შეძლო. მან სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე "ფერენცვაროშს" გაუტანა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]