ვინ თამაშობს ყველაზე მეტს მიმდინარე სეზონში?

ვინ თამაშობს ყველაზე მეტს მიმდინარე სეზონში?

რონალდ კუმანმა კატალონიური კარიერის დასაწყისშივე განაცხადა, რომ ფრენკი დე იონგს "ბარსელონასთვის" საკვანძო მოთამაშედ აქცევდა. ნიდერლანდელი სპეციალისტი თავის დანაპირებს ამართლებს კიდეც.

890 ნათამაშები წუთით 23 წლის ნახევარმცველი "ბლაუგრანელებს" შორის მოედანზე ყველაზე მეტ დროს ატარებს.

"ბეტისთან" პირველი ტაიმის სათადარიგოთა სკამზე გატარების გამო, ლეო მესიმ პირველი ადგილი დათმო.

ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

ფრენკი დე იონგი - 10 მატჩი, 890 წუთი

ლიონელ მესი - 10 მატჩი, 854 წუთი

ჟერარ პიკე - 9 მატჩი, 788 წუთი

ნეტუ - 8 მატჩი, 720 წუთი

სერჟი რობერტო - 9 მატჩი, 719 წუთი

სერხიო ბუსკეტსი - 10 მატჩი, 693 წუთი

ჟორდი ალბა - 8 მატჩი, 681 წუთი

კლემან ლანგლე - 9 მატჩი, 643 წუთი

ანსუ ფატი - 10 მატჩი, 596 წუთი

ანტუან გრიზმანი - 9 მატჩი, 590 წუთი

თქვენი აზრით, კიდევ რომელი ფეხბურთელი იმსახურებს აღნიშნულ სიაში ყოფნას?

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #6 9 ნოემბერი 2020 00:43
    0
    იმედია ამ სიას კოუტინიო, დემბელე და პედრიც შეუერთდებიან...
    ..და კიდევ, "შავი მალდინის" დაბრუნება სასტარტოში რატომღაც მეიმედება...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 8 ნოემბერი 2020 21:27
    0
    ნუ მთლად სიაში მისი მოხვედრა გამორიცხულია მაგრამ პუჩს მეტი დრო უნდა მიეცეს აუცილებლად
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 8 ნოემბერი 2020 16:26
    3
    ციტატა: Giorgi99
    გრიზმანი უნდა გაეყიდა ამ კუმანს სუარესის მაგივრად, იყიდიდნენ დესტს, დეპაის, გარსიას პლიუს სუა დარჩებოდა. კაი გუნდი შეიკვრებოდა. არც ეხლაა გვიანი ზამთარში გაყიდონ. გრიზმანის ამ ვერსიას სონი მირჩევნია ტოტენჰემში რომ თამაშობს ისე ბარსას კარგად მოერგებოდა.

    სონი მართლა მაგრა მოგვიხდებოდა
    Culé [?]
    #3 8 ნოემბერი 2020 16:20
    0
    გრიზმანი უნდა გაეყიდა ამ კუმანს სუარესის მაგივრად, იყიდიდნენ დესტს, დეპაის, გარსიას პლიუს სუა დარჩებოდა. კაი გუნდი შეიკვრებოდა. არც ეხლაა გვიანი ზამთარში გაყიდონ. გრიზმანის ამ ვერსიას სონი მირჩევნია ტოტენჰემში რომ თამაშობს ისე ბარსას კარგად მოერგებოდა.
    [?]
    #2 8 ნოემბერი 2020 16:17
    3
    Iniesta_8,
    ხოდა ტიაგო სილვაზე უნდა ეჩალიჩათ ამ ფრაერებს ტოპ მცველია ყველა მხრივ, ლიდერობის თვისებებით, თუ მცველის უნარებით. თან უნდოდა გადმოსვლა. ამ წელს მაინც ორივეს აჯობებდა.
    Culé [?]
    #1 8 ნოემბერი 2020 16:01
    4
    პიანიჩს და დესტს მეტი დრო უნდა მიეცეთ, რობერტოს და ბუსკეცს ნაკლები. ორივე ანელებს შეტევას და დაცვაშიც ხშირად ცდებიან. ლანგლე და პიკეც არ იმსახურებენ რა თქმა უნდა ამდენ სათამაშო პრაქტიკას, მაგრამ სხვა არჩევანი არცაა სამწუხაროდ. არაუხო სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება და ძირითადში უნდა დადგეს უეჭველი. რისი ეშინია კუმანს არ ვიცი. ლაგლეზე უარესი მაინც ვერ იქნება. პედრის თუ ათამაშებს ამდენი ხანი არაუხოც იმსახურებს. დალშე უმტიტი თუ გამოჯანმრთელდა ხო კაი, თუარადა ზამთარში გაყიდონ და ვინმე გამოცდილი მცველი მოიყვანონ 1-2 სეზონით, ისე რომ პიკეს კონკურენცია აგრძნობინოს ან ამოაგდოს ვაბშე. აბა ახალგაზრდას ყიდვის ფული ამათ არ აქვთ.