უბრალოდ ''მესი''
მშვიდობიანად გათენდა 13 მარტის დილა.. მეც ჩვეულზე ცოტა ადრე გამეღვიძა, მოვწესრიგდი და უმალვე კომპიუთერთან დავჯექი და რა გასაკვირია, თუ მეც თქვენსავით პიველივე ინტერნეტში, რომ შევიდოდი და ამ საიტს გავხსნიდი, რომელსაც სახელად ''ბარსამანია'' ჰქვია! რამის გადამავიწყდა, ეს ხომ ''მეტია ვიდრე საიტი''
მაინტერესებდა ახალი რა ხდებოდა ჩვენს საყვარელ გუნდის თავს. ფეხბურთელები მწყობრში იყვნენ თუ არა კარზე მომდგარი მატჩისთვის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, როდესაც დავასრულე შემდეგ კიდევ ერთ ძალიან ცნობილი საიტის ფეისბუქის ჩემს გვერდზე შევედი და დამხვდა ის, რამაც გადამაწყვეტინა სტატიის დაწერა.. ვხედავ ერთ ჩემს მეგობარს,
გაუკეთებია ბარსელონას ერთ-ერთი უცხოურ საიტზე, რომელიღაც ლინკზე.. ბუნებრივია დაივნტერესდებოდი, ხოდა მეც არ დავაყოვნე, შევედი ვნახე და დამხვდა ''მესი''-ს ვიდეო, შეიძლება გქონდეთ ნანახი და შეიძლება არ გქონდეთ კიდეც ნანახი, მაგრამ მე ნანახმა ისე გამაოცა, რომ თითქოს აქამდე არ მქონია მისი ვიდეოები ნანახი, ასევე თამაშებიც და საერთოდ არ მცნობიათქო.
ვიდეოში განსაკუთრებული არაფერიაო, რომ ვთქვა ნამდვილად მოგატყუილებთ, სულ განსაკუთრებულია მთლიანი ვიდეო... უფრო სწორდე მესი არის განსაკუთრებული... ამ სეზონის მატჩებიდან ამოღებული მომენტებია მესის შესრულებით.
სუყველა თუ არა უმეტსი მატჩი ნანახი მაქვს, ამ სეზონში ბარსელონასი, მაგრამ დამიჯერეთ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ისე ვარ თითქოს ეხლა გავიგე ამ ადამიანის არსებობის შესახებ და გაოცებული ვარ ეს ვინ ყოფილათქო...
ქვემოთ ვიდეოს შემოგთავაზებთ აუცილებლად, მაგრამ მინდა მანამდე რამდენიმე ფაქტს შევეხო... ჩვენ ვართ უდიდესი მოვლენის წინაშე, საფეხბურთო მოვლენის...
იყო პელე, იყო მარადონა, იყო გარინჩა, იყო ვან ბასტენი, იყო კრუიფი, იყო კიდევ სხვა ბავრი უდიდესი ფეხბურთელები და ჩვენ სწორედ იმიტომ ვართ ბედნიერები, რომ ამ დროში არის ლიონელ მესი. მე არ ვადარებ და არ ვამჯობინებ ზემოთ ჩამოთვლილთაგან არც ერთ ფეხბურთელს, უბრალოდ მათ ხანაში იყვნენ ხალხნი ბედნიერნი, საფეხბურთო თვალსაზრისით რაღა თქმა უნდა, რომ ყავდათ ეს ფეხბურთელები, მაგრამ ჩვენ ვართ ბედნიერებიც და ამაყებიც რადგან გვყავს ლიონელ მესი...
ყოველ თამაშში ახალ საოცრებების მოლოდინში ვართ მის მხრიდან და არც გვიმტყუნებს იმედებს, უკანასნკნელი საოცრება სულ რამდენიმე დღის წინ ''ჩაიდინა''.
შარშანდელი სეზონი უნდა გავიხსენო აუცილებლად, როდესაც ლიონელ მესიმ, გაიმეორა ბრაზილიელი ''ფენომენ'' რონალდოს რეკორდი, ბარსელონას ისტორიაში სეზონში ყველაზე მეტი: 47 გოლი გაიტანა.. ეს ხომ იყო უდიდესი მიღწევა და წლევანდელ სეზონს ისეთი პირი უჩანს და მეც დიდი იმედი და სურვილი მაქვს, რომ გააუმჯობესებს ამ რეკორდს...
რაც შეეხება მესის და რონალდოს

გადავხედავ ბომბარდირებს მესი ლიდერობს, ასისტენტებს გადავხედავ მესი ლიდერობს, ეს ლა ლიგაში. ლიგის ბომბარდირებს გადავხედავ მესი ლიდერობს. ოქროს ბურთი მესიმ მოიგო. შარშანაც ასევე მოხდა.. და ერთი კითხვა მიჩნდება რითი ჯობია ამ ფეხბურთის გენიოსს ''კრისტიანო რონალდუ'' ?! ( თავით და ჯარიმებით) რავიცი მე თუნდაც სტატისტიკადან პასუხს ვერ ვპოულობ ამ კითხვაზე.. ისე ვინმემ, რომ მიპასუხოს სილამაზითო არ გამიკვირდება დაწყნარდით??? არა ვიდეოს თუ უყურებთ ფინტები არარ მგონია ტქვათ
ასევე არ ვიქნები სუბიექტური და შევეხები მსოფლიო ჩემპიონატს სადაც მაინცდამაინც ისე ვერ დაგავამხსოვრა მესიმ თავი, როგორც ამას ბარსაში აკეთებს და ვისურვებდი, რომ ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ეს პრობლემა მოგვარებულიყოს...
ასევე ბევრჯერ გამიგია ასეთი ნათქვამები, მესის გუნდში ხავი და ინიესტა ჰყვას და ითამაშებს აბა რა იქნება ეგე! როგორ ეგრე?? ეხლა თუ უყურებთ კრიტიკოსებო ამ ვიდეოს დამერწმუნებით, რომ ეგრე თამაშს ვერ დაინახავთ.
ხავი და ინიესტა რა თქმა უნდა უდიდესი ძალაა გუნდისთვის, მაგრამ მე მგონია, რომ მესი მათ გარეშეც შესანიშნავად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს : ) სწორედ ამიტომ იყვნენ ეს სამეული წარდგენილნი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დასასახელებლად!
ახლა შევეხოთ მესისადმი ხალხის სიყვარულს. 3-4 წლის უკან მესიზე იმდენად მცირედ იყო ლაპარაკი რომ იმ დროს ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა თუ 4 წლის მერე ეს ფეხბურთელი იქნებოდა ის ვისზეც მთელი მსოფლიო ილაპარაკებდა. დღესდღეობით მესიმ ბევრის გული დაიპყრო..
''არგენტინელმა პატარა ბიჭუნამ, რომელსაც თავიდან ფეხბურთის გუნდშიც კი არ იღებდნენ თავისი სიდაბლის გამო ყველაზე დიდი მწვერვალებიც კი დაიპყრო ''
ის არის ძალიან ტავმდაბალი, მორიდებული, ზრდილობიანი (ზოგიერთებისგან განსხვავებით) არ უყვარს თავის თავზე ბევრის ლაპარაკი, არც კამერებთან პოზიორობა უყვარს.. უყვარს თავის საქმის უნაკლოდ კეთება, რაც ძალიან კარგად გამოსდის და სწორედ ამიტომაც უყვარს იგი ხალხს...
უკვე გადავალ დამთავრებისკენ ამ სტატიის, თორემ შემიძლია მთელი დღე ვწერო ამ სამყაროს მოვლენის შესახებ. იგი უბრალო ბიჭია განა განსაკუთრებული, მაგრამ ამ უბრალოებით არის სწორედ განსაკუთრებული..
უბრალოდ კარგად თამაშობს, უბრალოდ კარგი ადამიანია, უბრალოდ მოვლენაა!!!
მადლობა ღმერთს, რომ მომასწრო იმ დროს, როდესაც მესი ფეხბურთს თამაშობს და მაქვს მე მისი თამაშის ხილვის საშუალება!!
ახლა კი დაპირებული ვიდეო:
[media=http://www.youtube.com/watch?v=M5fueaf1o5g]
გეძღვნებათ ყველა ბარსამანიელს. მესის- გულშემატკივრებს განსაკუთრებით!!
ავტორი: ვალერი ზანგური
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]