"ბარსელონას" ყოფილი დირექტორი: არ ვიცი, რამდენი აქვს მესის ხელფასი

"ბარსელონას" ყოფილი დირექტორი: არ ვიცი, რამდენი აქვს მესის ხელფასი

"ბარსელონას" ყოფილი დირექტორი და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატი ჩავი ვილაჟოანა უცნაურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, არ იცის, თუ რამდენი აქვს ლეო მესის ხელფასი.

"თუ გულახდილი ვიქნები, უნდა გითხრათ, რომ არ ვიცი, რამდენი აქვს მესის ხელფასი. არ გატყუებთ. გარწმუნებთ, არ ვიცი, რამდენს გამოიმუშავებს ის." - განაცხადა ვილაჟოანამ El Larguero-ს ეთერში.

მართალია, ვილაჟოანას არც კლუბის ფინანსური მხარე ებარა და მისი მოვალეობა არც პირველ გუნდზე ზრუნვა იყო, მაგრამ ის ესწრებოდა დირექტორთა საბჭოს შეხვედრებს, სადაც, სხვა ბევრ საკითხთან ერთად, ფეხბურთელების ხელფასების შემცირებაც არაერთხელ განიხილეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მესის ხელფასის შესახებ ინფორმაციის მიღება გუგლშიც შესაძლებელია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 13 ნოემბერი 2020 12:29
    1
    შენ რატომ უნდა იცოდე მესის ხელფასი აი რატო?
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა